ლევან მურუსიძე - მტკიცებულებები მაქვს და როდესაც ამას საჭიროდ ჩავთვლი, როცა კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საზოგადოება ამასაც ნახავს - ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან

მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ცდილობდა გავლენა მოეხდინა მოსამართლეებზე, რათა შემდგომ ამ მოსამართლეებისგან სასამართლო სისტემაში დაპირისპირება მომხდარიყო.

როგორც მან აღნიშნა, სანქციების დაწესება საელჩოს მხრიდან მორალური ტერორია.

„ეს წლების განმავლობაში გრძელდება. რეალური მიზეზი არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასაწყისში მცდელობები იყო ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდგომ ამაში ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნულ შედეგს ვერ მიაღწიეს, ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ უნდა გაეკონტროლებინა სასამართლო სისტემა ამის მაგალითს მოგიყვანთ.

ქალბატონი დეგნანი კონკრეტულ საქმეებზე რამდენჯერმე გამოდიოდა და ამბობდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი. რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა მესიჯი და ეს მესიჯი მდგომარეობს შემდეგში - თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ. ამის მაგალითი არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ აშშ-ში არ წაიყვანეს“, - განაცხადა მურუსიძემ.

მისი თქმით, „ლაშა ჩხიკვაძის თემა არის უბრალოდ აისბერგის წვერი“, რადგან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მასაც წლების განმავლობაში ხვდებოდნენ.

„ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა ყოფილიყო ესა და ის მოსამართლე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ის გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს, ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, როდესაც კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ს მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ამასაც ნახავს. დაასანქცირეს ოჯახის წევრები. რეალურად, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია. შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება“,-განაცხადა მურუსიძემ.

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე