„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მოსამართლე ლევან მურუსიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ „გარუსებული მურუსიძის ისტერიკა“ მოისმინა.
ხაბეიშვილის თქმით, მოსამართლის ყველა სიტყვა ანტისახელმწიფოებრივი მესიჯებით იყო გაჯერებული.
„პირდაპირ ეთერში საქართველოს კლასიკური მოღალატის, გარუსებული მურუსიძის ისტერიკა მოვისმინეთ - რუსულ სტილში, დასავლეთზე თავდასხმითა და კრემლის პროპაგანდის შესაბამისი ტექსტებით. მურუსიძემ პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოს სისტემაში კრემლის წარმომადგენელია. მისი ყველა სიტყვა, წინადადებათა წყობა ანტისახელმწიფოებრივი, რუსული, პუტინისტური იყო და გაზავებული სალავიოვ - სიმონიანის მესიჯებით.
საქართველო დასაცავია გარუსებული, „პროპუტინისტი“, კრემლის წარმომადგენელი მურუსიძისგან და მისნაირი მოღალატეებისგან ...
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის სურვილს - გავხდეთ ევროკავშირის წევრები! 9 აპრილს, 17:00 საათზე, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვიბრძოლებთ, ვიდრე საქართველოს სამშვიდობოს არ გავიყვანთ და ევროკავშირში არ შევიყვანთ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.