ირაკლი ქადაგიშვილი - ალბათ, სატელეფონო საუბრებში იყო მითითება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მიზანი არა სასამართლოში სამართლიანი წესების დამკვიდრება, არამედ, უფრო ლობისტური შინაარსის მოწოდებები იყო

ალბათ, სატელეფონო საუბრებში იყო ისეთი მოთხოვნა ან მითითება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მიზანი არა სასამართლოში სამართლიანი წესების დამკვიდრება იყო, არამედ რაღაც კონკრეტული, უფრო ლობისტური შინაარსის მოწოდებები, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

ქადაგიშვილი დასძენს, რომ თავად ამ სატელეფონო საუბრების შინაარსს არ იცნობს.

მისივე თქმით, თუ კრიტიკა მხოლოდ აღქმებზეა დამოკიდებული, მაშინ ეს აჩენს მეტ ეჭვს, რომ „ვიღაცას სურს სასამართლოში არა სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, არამედ შეიძლება სურს თავის გავლენის დამკვიდრება“.

„მან თქვა, რომ ბევრ რამეზე, მათ შორის, სატელეფონო საუბრებშიც იყო საუბარიო. ჩვენ რას ვამბობთ - მოდით ვისაუბროთ ფაქტებით. ვილაპარაკოთ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვთქვათ, რაც აუცილებელია. თუ რაიმე ისეთ ცვლილებას არ მიიღებს პარლამენტი რაც მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ობიექტური კრიტიკა უნდა იყოს. მაგრამ თუ კრიტიკა მხოლოდ აღქმებზეა დამოკიდებული, მაშინ ეს აჩენს უფრო მეტ ეჭვს, ანუ ვიღაცას სურს სასამართლოში არა სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, არამედ, შეიძლება სურს თავის გავლენის დამკვიდრება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პიროვნებების მიმართ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, არა მარტო ზოგადი ფრაზით იქნას შემოფარგლული, უნდა იყოს კონკრეტული ქეისი მითითებული.

რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, ალბათ იმ საუბრებში იყო ისეთი ან მოთხოვნა ან მითითება, არ ვიცი, მე ამ სატელეფონო საუბრებს არ ვიცნობ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მიზანი არა სასამართლოში სამართლიანი წესების დამკვიდრება იყო, არამედ რაღაც კონკრეტული, უფრო ლობისტური შინაარსის მოწოდებები, შეიძლება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა სანქცირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, „არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში“.

მისივე თქმით, „ბევრი თემა არსებობს, მათ შორის, რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი