არ მგონია, სანქციები მემუქრებოდეს. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს აშშ, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ "არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის" და ვისაც ნანახი არ აქვს, „გული დაწყდება".
"ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ვემსახურებით, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და საქართველოს თითოეული მოქალაქის, მისი სტუმარი ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი - არა, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია", - განაცხადა ლილუაშვილმა.
მას ასევე ჰკითხეს "ფრანკლინის კლუბის" თაობაზე გამოძიება ხომ არ არის დაწყებული, რაზეც უპასუხა, რომ გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა "საკითხები ისწავლება და უფრო მეტი ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ".