პაატა სილაგაძე სანქცირებაზე - ანუ რა გამოდის? - ვის რა მოეწონება, ამაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ?

ნამდვილად მძიმე სურათია, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, ის იზიარებს კოლეგების პათოსს, თანადგომას უცხადებს მათ, ვისზეც სანქციებია გამოყენებული.

მოსამართლე ფიქრობს, რომ თუკი ფაქტი არსებობს, მაშინ „აუცილებლად უნდა ითქვას და დაიდოს”.

უმაღლესი საბჭოს წევრი იზიარებს საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის პოზიციას, რომ აუცილებელია შეიკრიბონ, თუნდაც იუსტიციის საბჭოს პირობებში სახელმწიფოს კომპეტენტურ პირებთან და ამ საკითხზე დეტალურად და გულწრფელად ისაუბრონ.

“დღეს, სანამ საბჭოს სხდომაზე მოვიდოდი, ჩემს ერთ-ერთ კოლეგას ვესაუბრებოდი და ასეთი შეშფოთებული პოზიცია ჰქონდა, ნუთუ ყველა გადაწყვეტილების მიღებაზე უნდა ვიფიქრო იმაზე, რა პოლიტიკური შეფასება მოჰყვება ამა თუ იმ პოლიტიკური მხარის მიერ?! ანუ ეს რა გამოდის?… ვის რა მოეწონება ამაზე უნდა იფიქროს მოსამართლემ თუ კონკრეტული მტკიცებულების საფუძველზე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება?”, - განაცხადა პაატა სილაგაძემ.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი