ლევან მიქაბერიძე სანქცირებაზე - ალბათ, ეს არის "მესიჯი" სასამართლო კორპუსის მიმართ: დრო მოვიდა იმოქმედოთ, შექმნათ გარკვეული მცდელობა, სისტემაში განხეთქილება მოხდეს და მოგეცემათ ალბათ, შესაძლებლობა სამომავლოდ გარკვეული ბენეფიტები მიიღოთ

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განცხადება, ბრალდება, რომელსაც სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის გარდა, სხვა დატვირთვა არ გააჩნია, ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია, ხალხში დაიკარგოს კონკრეტული მოსამართლეების სანდოობის ხარისხი , - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, ლევან მიქაბერიძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

მოსამართლის თქმით, აბსოლუტურად იზიარებს კოლეგების პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ამბობს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, ინფორმაციას, რაც მოისმინეს სანქციების დაწესების თაობაზე, საფუძველი არ აქვს.

„იმედს ვიტოვებ, რომ ამ კონკრეტული საკითხების იდენტიფიცირება მოხდება, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, კორუფციის კონტექსტში ზეწოლა კონკრეტულ მოსამართლეებზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად. მაშინ, მოხდეს იმ მოსამართლეების იდენტიფიცირებაც, რომლებმაც კონკრეტული ზეწოლის გამო, თუნდაც მითითებები მიიღეს და ა.შ. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ მოხდება ამის გადახედვა, ან უფრო მეტი დეტალიზაცია, რომ ჩვენც გვქონდეს საშუალება ვისაუბროთ ამ საკითხების შეფასებაზე, რასთან გვაქვს საქმე. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განცხადება, ბრალდება, რომელსაც სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის გარდა, სხვა დატვირთვა არ გააჩნია, ერთგვარი მცდელობაა იმისა, რომ მოხდეს სასამართლოს დისკრედიტაცია, ხალხში დაიკარგოს კონკრეტული მოსამართლეების სანდოობის ხარისხი და ეს მესიჯი არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ პირთა წრეს, საუბარი მაქვს იმ პირებზე, ვის მიმართაც სანქციის ფარგლებში გარკვეული შეზღუდვა დაწესდა. ალბათ, ეს არის მესიჯი სასამართლო კორპუსის მიმართ, რომ დრო მოვიდა თქვენც იმოქმედოთ, გააქტიურდეთ, შექმნათ გარკვეული მცდელობაა იმისა, რომ სასამართლო სისტემაში განხეთქილება მოხდეს და მოგეცემათ ალბათ შესაძლებლობა სამომავლოდ, რომ ამ პარტიულობის ფარგლებში, თუკი სასამართლო სისტემას დაუპირისპირდებით, გარკვეული ბენეფიტები მიიღოთ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვალდებულება მაკისრია მოვახდინო თითოეული მოსამართლის ინტერესების დაცვა, იმიტომ, რომ მე ვარ კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი. ძალიან მიჭირს ამ საკითხზე საუბარი იმიტომ, რომ ეს განცხადებები გარკვეულწილად, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, გვეხება ყველა მოსამართლეს, ვინც მოქმედი მოსამართლეები ვართ და ვინც კონკრეტულ საქმეზე ვიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან მიქაბერიძემ.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში