კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე - საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს აშშ-ის კანონი

საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს აშშ-ის კანონი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

კელი დეგნანის თქმით, სავიზო სანქციები დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში იყო ცნობილი.

„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მიერ, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი და ეს მოთხოვნა და ვალდებულება, რომ განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში.

ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ. საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს აშშ-ის კანონი“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ