ნდობის ჯგუფის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს

ჩვენი მხრიდან, - კანონმდებლებისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, - ამის შესახებ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2022 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიში წარადგინა.

ნდობის ჯგუფს გრიგოლ ლილუაშვილმა უსაფრთხოების გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია და ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

„უსაფრთხოების სამსახური, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და არის უწყება, რომელიც გასულ წელს ყველაზე მეტჯერ წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე. ნდობის ჯგუფსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს როგორც ფარულ, ასევე ღია შემადგენლობის წარმომადგენლებს, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუშაობენ. სამსახურის უფროსს, სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას კანონმდებლების მხრიდან აქვთ და ყოველთვის ექნებათ სრული მხარდაჭერა", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის ფორმატში, საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება პარლამენტთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე აქტუალურ საკითხებზე, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ოკუპაცია, ტერორიზმი და სწორი მიგრაციული პოლიტიკა", - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი