სერგო მეთოფიშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე - მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას

მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო “მოქნილი მექანიზმით” ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ,- ასე აფასებს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

მისი თქმით, ეს ცუდი შედარებაა, თუმცა ფაქტი სახეზეა.

“მსურს გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემს კოლეგებზე (მათ შორის ერთი ყოფილი კოლეგაა) და მათი ოჯახის წევრებზე სანქციის დაწესების შესახებ.

პირველ რიგში, კოლეგებს მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო, ვინაიდან, არიან უაღრესად კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები. თითოეულს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმ წარმატებაში, რომელიც დღევანდელ დამოუკიდებელ ჩვენ სასამართლო სისტემას გააჩნია.

მათ კორუმპირებულობაზე საუბარი არის აშკარა სიცრუე, რაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დადასტურდება და ამაში ჩვენი საზოგადოება ნათლად დარწმუნდება.

ამჟამად კი, ჩემს განცხადებაში მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება - ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილების რეპრესიული ფორმა და ხასიათი. ანუ, დააკვირდით, მეგობრებო, გადაწყვეტილება ეხება არა მარტო მათთვის მიუღებელ (არასასურველ) მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც!წარმოიდგინეთ - მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს და ა.შ. …

მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო “მოქნილი მექანიზმით” ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ არა მხოლოდ ბოლშევიკებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც მათი ოჯახის წევრები იყვნენ.

გეთანხმებით, ძალიან ცუდი შედარებაა, თუმცა თქვენც დამეთანხმებით, რომ ფაქტი სახეზეა.

ვფიქრობ, მიუღებელი უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფოსათვის მისი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს მოსამართლეებს ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ისეთი უმძიმესი იარლიყის მიწებება, როგორიც არის კორუმპირებულობა, თუმცა ათასჯერ უფრო მიუღებელი და შემაშფოთებელია ამ ვითარებაში მათი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიების განხორციელება!

მინდა მჯეროდეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რაზეც იდგა, პირველ რიგში ეს არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია და ა.შ.”, - წერს მეთოფიშვილი “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, აშშ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს