სალომე სამადაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე - საკითხი რომ მომწიფდა, აჩვენებს იმას, რომ ამოწურეს კომუნიკაციის ყველანაირი გზა „ქართულ ოცნებასთან“

„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირება გზავნილია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილისთვის.

როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამერიკამ ფორმალურად დაასანქცირა ოთხი მოსამართლე, „რეალურად ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი დაასანქცირეს“.

მისივე შეფასებით, სანქციების საკითხის მომწიფება აჩვენებს იმას, რომ დასავლეთმა „ქართულ ოცნებასთან" „კომუნიკაციის ყველანაირი გზა ამოწურა“.

„დღეს, ჩვენ ახალ რეალობაში დავიწყეთ ცხოვრება. პირველად გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ლანძღვის და თავდასხმის რეჟიმზეა გადასული. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს საქართველოა, დამოუკიდებლობის მიღების დღიდან არ ყოფილა. დღეს, ეს არის ქვეყანა, სადაც ძალაუფლება სრულად მიტაცებული აქვს ჩრდილში მყოფ ოლიგარქს. ფორმალურად დაასანქცირეს ეს მოსამართლეები, მაგრამ რეალურად დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი. იმიტომ, რომ ანომალიაა, როდესაც ადამიანი ჩრდილიდან, ოლიგარქიულად მმართავს ქვეყანას და მიტაცებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო. ამ შტოებს შორის ივანიშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლო და პროკურატურა. იმიტომ, რომ სასამართლოს და პროკურატურის გზით, ბიძინა ივანიშვილი ყველა ამოცანას ახორციელებს.

ივანიშვილს ვაშინგტონში სამი სხვადასხვა კომპანია ჰყავს დაქირავებული, რომელიც ერთადერთ საკითხზე მუშაობს, რომ სანქციებისგან დაიცვას ივანიშვილი, დაარწმუნონ აშშ რომ ივანიშვილის დასანქცირება არასწორი იქნება. ივანიშვილის მარჯვენა ხელის, სასამართლო სისტემის კორუმპირებული კლანის ხელმძღვანელების დასანქცირებით, აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა გზავნილი და ეს გზავნილი ივანიშვილმა წესით, სწორად უნდა გაიგოს.

ეს საკითხი [დასანქცირება] რომ მომწიფდა, აჩვენებს იმას, რომ ამოწურეს კომუნიკაციის ყველანაირი გზა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მოსამართლეების დასანქცირება „არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა“ .

მისი შეფასებით, ხელისუფლებას „უმძიმესი“ კრიზისი აქვს.

„ვინმემ უნდა დაუსვას შეკითხვა, ერთ უჯრედიანი ხალხია. დეკლარირებული საერთო ამოცანები ამ ხელისუფლებას აშშ-სთან არ აქვს? მაშინ უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატო-ზე. უთხრან ქართველ ხალხს სიმართლე. 12 წელია გვატყუებენ. გვეუბნებიან, რომ აშშ სტრატეგიული მოკავშირეა და რაში გამოიხატება სტრატეგიული მოკავშირეობა?

„ქართულ ოცნებას“ უმძიმესი კრიზისი აქვს. ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტი, რუსული სპეცოპერაცია ჩაუვარდათ. ევროკავშირი ამბობს, რომ მოთხოვნებს არ ასრულებენ. ახლა კი აშშ-მ პირდაპირ უთხრა რა სახის ხელისუფლებაც არის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი