კელი დეგნანი აშშ-ის მოქალაქის არ შემოშვებასა და სანქცირებას შორის კავშირზე - არანაირი კავშირი არ არის, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, რასაც მმართველი პარტია ხშირად იმეორებს

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის მოქალაქის ჯეიმსონ მარშალ ქომინსის საქართველოში არ შემოშვება და ოთხი მოსამართლის დასანქცირება ერთმანეთთან კავშირში არ არის.

დეგნანის განცხადებით, ეს არის კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც აბნევს საზოგადოებას.

„არანაირი კავშირი არ არის. ეს არის, რაღაც კონსპირაციული თეორიების ნაწილი, რაც გვინახავს, რასაც მმართველი პარტია ხშირად იმეორებს. ეს აბნევს საზოგადოებას.

ამერიკას საქართველოს დახმარების ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. რასაც ვაკეთებთ, ეს არის საქართველოს დასახმარებლად, ძლიერი ეკონომიკის, ძლიერი თავდაცვის ხელშესაწყობად, ამისთვის ვართ საქართველოში და ამას ვაკეთებთ საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. არ არის სასარგებლო, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება კონსპირაციული თეორიები. ხანდახან მცდარი ინფორმაციები, თუ რას აკეთებს ამერიკა აქ. ჩვენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ვართ. ამერიკა არ მიატოვებს ქართველ ხალხს, საქართველოს. ჩვენ ვართ ერთგული ამ ურთიერთობის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასევე საქართველოს ხელმძღვანელობა არ მიატოვებს ამერიკას“, - განაცხადა კელი დეგნანმა „იმედის“ ეთერში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ამერიკის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს, რადგან ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა „მაღალი სანდოობის წყაროებს".

„ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ვერ იტყვის სანქციები პირდაპირ კავშირშია თუ არა მის არ შემოშვებასთან და აღნიშნა, რომ ეს ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ, თუმცა, ეს კავშირი არ გამორიცხა.

„შეიძლება კავშირი არსებობს კიდეც, შეიძლება არ არსებობს, ეს უნდა კითხოთ იმ მხარეს, ვინც სანქციები დააკისრა კონკრეტულ პირებს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ჯეიმსონ მარშალ ქომინსის "საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრეინინგებასთან, მითითების გაცემასთან და ა.შ.".

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ