ოპოზიციონერი დეპუტატები ყველა იმ ჟურნალისტისთვის პარლამენტში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე შეუჩერდათ

ოპოზიციონერი დეპუტატები ყველა იმ ჟურნალისტისთვის პარლამენტში მუშაობისთვის საჭირო აკრედიტაციის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეუჩერდათ.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის დეპუტატები არიან საჯარო ფიგურები და აქვთ ვალდებულება, რომ პასუხი გასცენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო რამდენად საშიში ფაქტი მოხდა გუშინ და რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში, წარმომადგენლობით ორგანოში რომელიც უნდა იყოს ნამდვილად დემოკრატიისთვის სამაგალითო. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობისთვის კრიტიკული კითხვების დასმის გამო, აკრედიტაცია შეუჩერდა „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფიო გოზალიშვილს. ასევე, გუშინ უმრავლესობის წარმომადგენლისთვის კრიტიკული შეკითხვის დასმის გამო აკრედიტაცია შეუჩერდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თათია წოწონავასა და „ტვ პირველის“ ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს. ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი, პრაქტიკულად, გადაქცეულია ჩაკეტილ, გაუვალ სფეროდ, მათ შორის ჟურნალისტებისთვის იმიტომ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები პრაქტიკულად შერჩევით აძლევენ კომენტარს, იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ არ დადიან კრიტიკულ მედიაში, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, მოქმედებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი და მოქმედებს იმ დიქტატის წესი საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარისა და უმრავლესობის მიერ დამკვიდრებული, რომელიც ძალიან მძიმე და ძალიან საშიშია საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვისთვის. დაუყოვნებლივ გვინდა მოვითხოვოთ, რომ ეს წესი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გაუქმდეს, დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა იმ ჟურნალისტს, რომელსაც დღეს შეჩერებული აქვს. პარლამენტის დეპუტატები არიან საჯარო ფიგურები და აქვთ ვალდებულება, რომ პასუხი გასცენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, მიუღებელია ერთპარტიულ ინტერესებზე მორგებული მედიის ცენზურისა და მედიის გაჩუმების მცდელობა.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ გააუქმონ მის მიერ მიღებული სრულიად მედიის საწინააღმდეგო წესი, რომელი მან ერთპიროვნულად, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე მიიღო. ის მორგებულია მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებს ამ პარლამენტში. მედიის ფუნქციაა დასვას კრიტიკული კითხვები და პოლიტიკოსის ფუნქცია ან უპასუხოს ამ კითხვებს ან თუ ვერ პასუხობს, თავად მოაგვაროს ეს საკითხი ეთიკისა და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში. დიახ, ჩვენც მოგვდევენ ლიფტებთან, ჩვენც გვისვამენ კითხვებს, რომელიც ხშირად ეთიკის ფარგლებსაც სცდება, მაგრამ ოპოზიციას არასდროს გამოგვიყენებია ეს წესი და არც არასდროს გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა მედიასთან ურთიერთობა. მიუღებელია ერთპარტიულ ინტერესებზე მორგებული მედიის ცენზურისა და მედიის გაჩუმების მცდელობა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია შეწყვიტოს ინტერვიუ, თუკი რესპონდენტს არ სურს კითხვებს უპასუხოს. ამ ჩანაწერის საფუძველზე პარლამენტის აკრედიტაცია ერი თვის ვადით, ორ ჟურნალისტს და მათ ოპერატორებს შეუჩერდათ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა