გიორგი ბადრიძე - არაფერს  მოუტანს საქართველოს იმის საერთაშორისო გარჩევა, თუ რად იქცა სასამართლო ჩვენს ქვეყანაში - მხოლოდ 4 მოსამართლე არის გაფრთხილება, რომელიც პოლიტიკური რეჟიმის წევრებმა უნდა მიიღონ

როცა ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ნაბიჯს დგამს, ამას საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს და არაფერს მოუტანს საქართველოს იმის საერთაშორისო გარჩევა, თუ რად იქცა სასამართლო ჩვენს ქვეყანაში. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური არსი, თუ რატომ არის შემოფარგლული მხოლოდ 4 მოსამართლით, არის ერთგვარი გაფრთხილება, რომელიც პოლიტიკური რეჟიმის დანარჩენმა წევრებმა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ „პალიტანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების ნაბიჯი დაგვიანებულია.

„ეს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მხოლოდ პოლიტიკურ მოტივებს. აქ, პირველ რიგში, წმინდა სამართლებრივი მოტივები და საფუძველია. შეერთებულ შტატებს აქვს სრულიად კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი ჩაეთვალა, რომ ეს კონკრეტული 4 მოსამართლე არის მნიშვნელოვანი როლის შესრულებული იმ აქტში, რომ საქართველოში სასამართლო გადაქცეულია პოლიტიკურ ინსტრუმენტად. აქ, როდესაც საუბარია კორუფციაზე, არ იგულისხმება მაინც და მაინც, ის რომ ისინი ფულს იღებენ ვიღაცისგან, აქ საუბარია იმ როლზე, რომელმაც საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ქვეყანას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სანქციების, ან ქვეყანაში ვინმეს არ შეშვების შესახებ, არანაირი ვალდებულება იმ საფუძვლების გამოქვეყნების, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ აქვს. ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ეფუძნება სამართლებრივ საფუძვლებს, მაგრამ მისი არსი არის პოლიტიკური.

საზოგადოებაში ძალიან კარგად ესმით, რომ სამწუხაროდ, სასამართლოდან, რომელიც ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო წინა ხელისუფლების, ყველაზე ოდიოზური, ყველაზე უარესები დააწინაურეს და რეალურად აქციეს იმად, რასაც დღეს ეძახიან „კლანს“.

როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ნაბიჯს დგამს, ამას საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს და არაფერს მოუტანს საქართველოს იმის საერთაშორისო გარჩევა, თუ რად იქცა სასამართლო ჩვენს ქვეყანაში. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური არსი, თუ რატომ არის შემოფარგლული მხოლოდ 4 მოსამართლით, არის ერთგვარი გაფრთხილება, რომელიც პოლიტიკური რეჟიმის დანარჩენმა წევრებმა უნდა მიიღონ.

„ქართული ოცნების“ პირველი რეაქცია არანაირ იმედს არ მაძლევს, რომ ევროკავშირი არ გააგრძელებს ამას ლოგიკურად და ალბათ, დაფიქრდება სანქციების შემოღებაზე, რაც ძალიან ცუდი იქნება და არავის უნდა უხაროდეს, რადგან ყველა სხვა ხელისუფლებას ეს წინ დახვდება“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში