ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და თეონა აქუბარდია მიიჩნევენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული აკრედიტაციის წესი ცენზურაა

ოპოზიციონერი დეპუტატები თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული აკრედიტაციის წესი არის ცენზურა, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალის შინაარსში ჩარევას.

ისინი მოუწოდებენ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, გაითვალისწინოს რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს აქვთ საჯაროობის ვალდებულება და გააუქმოს მის მიერ მიღებული ბრძანება.

„საქართველოს პარლამენტმა, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაიცვას დემოკრატიის პრინციპები, გაითვალისწინოს რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს აქვთ საჯაროობის ვალდებულება და გააუქმოს მის მიერ მიღებული ბრძანება, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და იწვევს მედიის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლას და ცენზურის გაძლიერებას სახელისუფლო ორგანოების მხრიდან.

განსხვავებული და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა „ქართული ოცნების” ხელწერად არის ქცეული. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებული აკრედიტაციის წესი ცენზურაა, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალის შინაარსში ჩარევას.

პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ გამოცემული აქტი არ მოიცავს ჩატარებული მოკვლევის შინაარსს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიზანმიმართულად უკავშირდება კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციას და მათ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხელშეშლას“, - აღნიშნულია ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი