მიხეილ სარჯველაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს - პარლამენტი არ არის სტრუქტურა, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრე არაა და ამბობს, რომ პარლამენტი არაა ადგილი, სადაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, საზოგადოება უფლებამოსილია ინფორმაცია ჰქონდეს.

„მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვისმენთ ცალკეული მოსამართლეების ან სასამართლო სისტემაში შესაძლო არსებული პრობლემების შესახებ, საკმარისი არ იქნება და რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილი და ღირსია, გაიგოს, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი ან წინაპირობა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს. ეს დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს. სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო - პოლიტიკური ხელისუფლებისგან“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების მიზეზი ახსნილი უნდა იყოს, რადგან საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვებია.

„როდესაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღება, უნდა აიხსნას მიზეზი. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაიბადა საზოგადოებაში, მათ შორის ის, რომ თუ შეერთებულ შტატებში კანონისმიერი მოვალეობაა, რომ ვინც სასამართლო ხელისუფლებაში არ მოსწონთ, დაასანქცირონ, რატომ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული 2012 წლამდე სასამართლოზე, რომლის თაობაზეც მთელი ევროპაა შეთანხმებული, რომ მაშინ სასამართლო შეუდარებლად უარესი იყო, ვიდრე დღესაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გარდა ამისა, კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ნეგატიურად იმოქმედოს, სარჯველაძე ამბობს, რომ „როდესაც სანქციების გამოყენების დროს კონკრეტულ საფუძვლებზე მითითება არ ხდება, არ შეიძლება ამან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ევროკომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე“.

„დოკუმენტში, სადაც თითოეული რეკომენდაციის არსია ახსნილი, აღნიშნულია, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმების ოთხივე ტალღა წარმატებული იყო (ამას არ ერთი ოპოზიციონერი არ აღიარებს და არ ვიცი, ახლა თუ შეცვალეს რიტორიკა). ამიტომ მათ შორის ასეთი ტიპის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერაა მიღებული, არ მგონია ასახვას პოვებდეს ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი