თინა ბოკუჩავა - საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ქვეყანაში საგამოძიებო უწყებები არ მუშაობენ და პოლიტიზებულები არიან

„ქართული ოცნების“ მხრიდან მტკიცებულებების არარსებობაზე აპელირება ღიმილისმომგვრელია, მტკიცებულება უნდა იყოს და არის კიდეც, რასაც ამბობს ელჩი დეგნანი. დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლება მოითხოვს, ამგვარი მტკიცებულების გაზიარების შესაძლებლობა იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცესს „ქართული ოცნების“ მხრიდან იმის დემონსტრირება სჭირდება, რომ „თანამშრომლობის რეჟიმში სურთ მუშაობა და არა შანტაჟის რეჟიმში“.

„აშშ დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მტკიცებულებებს. ეს არის სწორედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება, რასაც ხაზი გაუსვა ელჩმა დეგნანმა საკუთარ განცხადებით.

როდესაც მათი ["ქართული ოცნების"] სასამართლო ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს ციხეში ამწყვდევს და მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს წამების ქვეშ ამყოფებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან მტკიცებულებების არარსებობაზე აპელირება (აშშ-ის საგარეო უწყებას ამგვარი პრაქტიკა მრავალი ათწლეულის განმავლობაში აქვს, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით მხარი დაუჭიროს ქვეყნებში დეკოკრატიის განვითარებას და კანონის უზენაესობას), უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. მტკიცებულება უნდა იყოს და არის კიდეც, ამას ამბობს ელჩი დეგნანი. დარწმუნებული ვარ, თუ ხელისუფლება მოითხოვს და ამის მზაობა ექნება, შესაძლებლობა იქნება ამგვარი მტკიცებულების გაზიარების. თუმცა ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან თანამშრომლობა და იმის დემონსტრირება სჭირდება, რომ თანამშრომლობის რეჟიმში სურთ მუშაობა და არა შანტაჟის რეჟიმში. ამას ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც საუბრობენ, რომ თურმე სატელეფონო ჩანაწერები აქვთ, რომლის გამოქვეყნებითაც ახლა არა ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს და ჟურნალისტებს ემუქრებიან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანაში საგამოძიებო უწყებები პოლიტიზებულები არიან.

„საგამოძიებო კომისია ნებისმიერ კონტექსტში მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საგამოძიებო უწყებები არ მუშაობენ და იმდენად პოლიტიზებულები არიან, რომ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან. ამიტომ კონსტიტუციურად, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო კომისიის სახით საგამოძიებო ფუნქცია გამოიყენოს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ხელისუფლება მზად იქნება, თანამშრომლობის რეჟიმში მოგვაწოდოს ინფორმაცია, რაც აუცილებელი იქნება იმ კორუფციული სქემების გამოვლენისთვის, რაც ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს.

რიგგარეშე სხდომა ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის მნიშვნელობას. როდესაც ქვეყანას ევროატლანტიკური მისწრაფებები აქვს, სანქციების გამოყენება ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ბუნებრივია, მიუთითებს შემაშფოთებელ და სერიოზულ პრობლემაზე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალეთ რიგგარეშე სხდომის მოწვევა. იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გაიზიარებს საკითხის მნიშვნელობას და მოიწვევს რიგგარეშე სხდომას. „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, კვორუმი არ შედგეს და სხდომა ჩავარდეს, მაგრამ ეს დაადასტურებს რომ ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება და რეპრესიები სურთ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ