პარლამენტის თავმჯდომარემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე არსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და UNDP-ის შორის მიმდინარე თანამშრომლობა მიმოიხილეს და UNDP-ის და მომავალი საპარლამენტო პროექტის პრიორიტეტებზე დეტალურად ისაუბრეს.

„შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის გეგმები და საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი.

UNDP-ის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში