ილჰამ ალიევი - საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები - საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან - ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი სურვილია ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს.

„6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს. ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„ყველაფერი გემის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება „შუა დერეფნით“, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მრავალ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ალიევმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ