ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს - საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, ყოველდღიურად

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება.

„უპირველეს ყოვლისა მე მიხარია, რომ მოგესალმებით აზერბაიჯანში ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენი შეხვედრა ხშირია, 6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი, თქვენ დღეს სტუმრობთ აზერბაიჯანს. ჩემი ვიზიტის განმავლობაში საქართველოში ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალას რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება გვეძლევა, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას.

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, ყოველდღიურად. ეს მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 20 მლრდ კუბური მეტრი მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, ამ მემორანდუმის თანახმად, 2027 წლისთვის ჩვენ ევროპას მივაწოდებთ 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ესაა ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს.

„არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას 11 000 მეტრის მილსადენი აქვს ოპერირებაში, ემსახურება 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. დაწყებული გვაქვს უკვე ამ მიმართულებით მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ესაა მასშტაბური პროექტი და რა თქმა უნდა, მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე მიანიჭა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პროექტს. ეს არ არის შემთხვევით, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიაში,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ