აშშ-ის ელჩი „მეორე ფრონტზე“ - ეს არის 100%-ით სიცრუე

ისევ ვიტყვი, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის 100 პროცენტით სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, აღიქვამენ თუ არა თავდასხმად მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

როგორც ელჩმა აღნიშნა, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა სურდეს შეერთებულ შტატებს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება.

„ჩვენ 30 წელია ვცდილობთ დაგეხმაროთ, გავაძლიეროთ თქვენი შესაძლებლობა, დაიცვათ საკუთარი საზღვრები, ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი უსაფრთხოება და დაცულობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან მუშაობის გზით, სანაპირო დაცვასა და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობის გზით. რატომ დავაყენებთ საქართველოს რისკის წინაშე? ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ იმ პოზიციის მიმართ, რომელშიც საქართველო იმყოფება, როცა თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ისეთი აგრესორისგან, როგორიც რუსეთია. ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა, როდესაც გვესმის ეს სიცრუე, ეს შეთქმულების თეორიები, რომელსაც ზოგჯერ მმართველი პარტიის წევრებიც იმეორებენ. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მათ იციან, რომ ეს არის 100 პროცენტით ტყუილი“, - განაცხადა ელჩმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში