შალვა პაპუაშვილი - ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო

ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან! - ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მან აშშ-ის ელჩთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, საკუთარი იმედგაცრუება უკვე გამოთქვა.

„რაც შეეხება სამი მოსამართლისა და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ელჩმა თქვა, ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა და ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. ყოველ შემთხვევაში, შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი „სანქცია“ ალბათ აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია მხოლოდ საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. დამატებითი ინფორმაცია, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესასა და სხვადასხვა კვლევაში. ის, რაც ვიცით. თუმცა სპეციფიკურად რომელი ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია.

საქართველოს მოქალაქეებზე, ქართველ მოსამართლეებზე პიროვნული შეტევა და მათთვის როგორც კორუმპირებული მოსამართლეების იარლიყების მიწებება არის მიუღებელი, პარტნიორები ასე არ იქცევიან! საქართველო არის აშშ-ის ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ, სხვადასხვა ცხელ წერტილში იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. ამ პარტნიორობას 30 წელია პატიოსნად ვატარებთ და ყოველთვის, სადაც საჭიროა ჩვენი თანადგომა და პარტნიორობა, ამას ვიჩენთ. ამ გადმოსახედიდან, ამ პარტნიორობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო აჩვენებს აშშ-ს, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი არ არის ის, როგორც იქცევიან პარტნიორები, როდესაც ხდება ჩვენი მოქალაქეებისა და მოსამართლეებისთვის იარლიყების მიწებება, რომ ისინი არიან კორუმპირებულები. ამავე დროს, არ ხდება არანაირი მტკიცებულების წარმოდგენა და ხდება მითითება საჯარო წყაროებზე, რომელიც ყველამ ვიცით. ჩემი იმედგაცრუება ამასთან დაკავშირებით გამოვთქვი. ამას გარდა, ეს არის ძალიან ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება. ჩვენ ვნახეთ, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო საფუძველი თუ მიზანი ამ გადაწყვეტილების, ჩვენ ვხედავთ რა ხდება, ვინ სარგებლობს ამ გადაწყვეტილებით. სარგებლობს რადიკალიზმის გაღვივება, სარგებლობს პოლარიზაციის გაღრმავება და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის წყლის შეყენება.

აშშ 30 წელია საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება და სამწუხაროა, რომ ასეთი ნაბიჯებით ხდება გარკვეული ხინჯის მიყენება იმ დახმარებისთვის, რომელსაც თუნდაც სასამართლო სისტემის მიმართ იჩენდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი არაპარტნიორული ნაბიჯი გადაიდგა. ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბუნდოვანიცაა ეს ბრალდება, რა პერიოდს ეხება, რა საკითხებს ეხება, რატომ ეხება. ყველაფერი არის გაუგებარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში