პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ქართველი მოსამართლეები და ამით აღიარა, რომ საქართველოში სამართალი არ არსებობს. ამ აღიარებამდეც დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ქვეყანა მიტაცებული აქვს მონოოლიგარქ ივანიშვილს და სასამართლო, ხელისუფლების ყველა შტო, „ქართული ოცნება“ და მისი ფეიკ-პარტიები ემორჩილებიან მის ნებას.
სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი. სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის მტერი ყველა „ონკოლოგიური დაავადება“ - კორუფცია, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.
„ქართული ოცნება“ არის უცოდინარი თუთიყუშების მთავრობა! და უკვე გვაქვს ამის შედეგი - ამიტომაც ვცხოვრობთ ცუდად და ასეც გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლებში „ოცნება“ იქნება.
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2023 წლის პროგნოზი, 4,4 %, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე რამდენიმე დღის წინ აზიის განვითარების ბანკმა, 4,5 %. (ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა არის დაახლოებით 6 %). ამ მოცემულობაში, როცა „ოცნება“ ეკონომიკის, ანუ ბიზნესის მტერია, ეკონომიკური ზრდის ამხელა პროცენტი გასაკვირია - ესეც ბევრია და სავარაუდოდ, მომავალში ნაკლები გვექნებ, ანუ არ გვექნება პერსპექტივა!
ასეთია შედეგი, როცა ხალხი თავზე დაისვამს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ოლიგარქ ივანიშვილის, თავისი „თუთიყუშების“ მთავრობით. საუკუნეების გამოცდილებაზე დაყრდნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ხალხი იმსახურებს ისეთ მთავრობას, როგორიც ჰყავს. ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ მთავრობას - 2012 წელს ქართველი ხალხი მოვტყუვდით. ახლა ეს გააზრებული გვაქვს და ზუსტად ვიცი, ხალხი შეცვლის ამ კორუმპირებულ, ანტიევროპულ, არალეგიტიმურ, რუსეთის აგენტებით გამოტენილ, უპერსპექტივო და დამნაშავე ხელისუფლებას!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.