არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ არსებობს, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი საქართველოში აშშ-ის მოქალაქის, მარშალ ქომინსის არშემოშვებასა და მოსამართლეთა სანქცირებას შორის.
„არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. არასდროს გამიგია ამ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც ლილუაშვილმა გუშინ მედიასთან ისაუბრა. არავისგან ყოფილა კონტაქტი ჩვენთან, მათ შორის, ამ პიროვნებისგან. ჩვენ ვპასუხობთ, როდესაც ამერიკის მოქალაქეები უკავშირდებიან საელჩოს დასახმარებლად. ჩვენ არ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ ყველა ამერიკელს, ვინც საქართველოში ჩამოდის. არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი, რის გასაკეთებლად ჩამოვიდა. შესაძლოა, ის ყაზბეგში მთებზე ასასვლელად ჩამოვიდა, წარმოდგენა არ მაქვს. არაფერი ვიცოდით ამ საქმესთან დაკავშირებით. აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ არსებობს“, - აღნიშნა ელჩმა.