შირმაა ის, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ “ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც 4 ქართველი მოსამართლისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას ეხმაურება.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის შეჯამება.
„შირმაა ის, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ ,,ქართველი ხალხის გვერდით დგას“. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის შეჯამება, რომელიც ნამდვილად არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და არც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება საქართველოში“, - წერს გვრიტიშვილი.