მამუკა ახვლედიანი მოსამართლეების სანქცირებაზე - 2012 წელს ზუსტად ეს ადამიანები ელოდებოდნენ დაჭერას, კითხულობდნენ როდის დაიჭერდნენ, მურუსიძე ჩვეულებრივი შემსრულებელი იყო - სწორი იქნება, მათ დაწერონ განცხადება და წავიდნენ

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ზუსტად ეს ადამიანები ელოდებოდნენ დაჭერას, კითხულობდნენ როდის დაიჭერდნენ, მურუსიძე ჩვეულებრივი შემსრულებელი იყო - ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ მათ დაწერონ განცხადება და წავიდნენ, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესებას გამოეხმაურა.

როგორც ის განმარტავს, მოსამართლეების დასანქცირება უფრო ადრე რომ მომხდარიყო, ეს სასამართლო სისტემას ჩამოშლიდა.

„უახლოეს თვეებში უნდა გადაწყდეს ამ ქვეყნის მომავალი ევროპის გზაზე. ევროპის მხრიდან მთავარი მოთხოვნები სასამართლოს სისტემის რეფორმაზეა დაყენებული. შესაბამისად, ამ რგოლის გასწორების გარეშე, ჩვენი ევროინტეგრაცია ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვფიქრობ, ეს {გადაწყვეტილება} ცოტა დაგვიანებულია. ეს რომ წინა ეტაპზე მომხდარიყო, სასამართლო სისტემას ეს ყველაფერი ჩამოშლიდა, ეს ჯგუფი ასე იოლად ვერ მიაღწევდა სასურველ შედეგს.

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შეიძლება ამან დღეს და ხვალ არ იმოქმედოს, პირიქით აგრესია გამოიწვიოს ამ ჯგუფში, მაგრამ მათ მიმართ გაჩნდა უნდობლობა, შესაბამისად, სანამ სასამართლოში მოსამართლეები გადაწყვეტილებას ხელს მოაწერენ, დაფიქრდებიან.

2012 წელში, ზუსტად ეს ადამიანები ელოდებოდნენ დაჭერას, კითხულობდნენ, როდის დაიჭერდნენ. ზოგი მათგანი საზღვარგარეთაც გაიქცა და საკუთარ კაბინეტებში იმალებოდა. მურუსიძე ჩვეულებრივი შემსრულებელი იყო. შეიძლება კლანის მცირე ნაწილი იყო რამდენიმე წლის წინ, ახლა ძალიან დიდი ჯგუფია, არამარტო სასამართლოში, პარლამენტიდან დაწყებული ძალიან ბევრ სტრუქტურაში აქვთ გადგმული ფესვები. ორგანიზებულად მოქმედებენ. ამ ყველაფერზე გამკლავება თუნდაც 1 მოსამართლისთვის რთულია... ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ მათ დაწერონ განცხადება და წავიდნენ. ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები სასამართლოს რეფორმირების კუთხით“,-აღნიშნავს მამუკა ახვლედიანი.

როგორც ახვლედიანი განმარტავს, ის დარწმუნებულია, რომ აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციების დაწესება ბევრ მტკიცებულებაზეა დამყარებული და გაბრაზებულზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის. მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მანაც მიაწოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს.

"როგორც თვითონ აწერენ ხელს ცარიელ ფურცელზე, ასე ჰგონიათ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწერს ხელს იმ დოკუმენტებზე, რომელიც არ უნახავს და არ იცის? დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დოკუმენტი, მტკიცებულება და ანგარიშია, რომელიც არაერთი მხრიდან იქნება {მიღებული}. ეს არ არის ერთი ადამიანის მოყოლილი. შეიძლება წლები დასჭირდა, რომ ბევრი სხვადასხვა კუთხით შეგროვებულიყო. მე არ ვიცი რა აქვთ, მე წლების წინ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთანაც მქონდა შეხვედრა, რომელსაც ვუხსნიდი დეტალებს, როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი, როგორ აკეთებენ. წლებია სწავლობენ და ეს არ არის გაბრაზებულზე მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი ფაქტი მივაწოდეთ. არამარტო ყოფილი, მოქმედი მოსამართლეებიც ბევრს საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაშია“, - აღნიშნავს ახვლედიანი.

კითხვაზე, ხომ არ დაასახელებდა იმ პირთა წრეს, ვისთანაც კორუფციული გარიგებები დგება, ახვლედიანი აცხადებს: "ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ პარლამენტიდან დაწყებული, კობახიძე, მდინარაძე... ყველა ჩართულია, ერთი ჯგუფია. ათასი ურთიერთობები აკავშირებთ. ეს ხალხი პარლამენტშიც კი ჩინჩალაძე-მურუსიძის წარდგინებით მოხდა“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი