სხვადასხვა მაღალჩინოსნის „კნავილი“ დღეს იმიტომ გვესმის, რომ გადასარევად იციან, ბევრი მათგანი სწორედ სანქციების რიგში დგას, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
დავით ჭიჭინაძის მტკიცებით, მოსამართლეებთან ერთად ის ბიზნესმენებიც დასანქცირდებიან, „ვინც „ოცნებასთან“ ერთად ძარცვავს ქვეყანას“.
„ვფიქრობ, დასანქცირდება ჩხარტიშვილიც და ყველა, ვინც „ოცნებასთან“ ერთად ძარცვავს ქვეყანას და ხალხს და ეს არ იქნება მხოლოდ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, მათი ფინანსებიც გაიყინება.
რადგან დამალული არაფერია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ სადმე ოფშორში, ან შვეიცარიაში თუ შეაკვეხებს მოპარულს, ვერავინ დაინახავს, ზუსტად მანდ ცდება. მითუმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში.
ასე რომ, სხვადასხვა მაღალჩინოსნის „კნავილი“ დღეს იმიტომ გვესმის, რომ გადასარევად იციან, ბევრი მათგანი სწორედ ამ სანქციების რიგში დგას.
უკვე დასანქცირებული მოსამართლეები კი, ივანიშვილმა წამოჩიტა და გახადა გავლენიან მილიონერებად, თორემ სააკაშვილის ვერტიკალში იმდენად დაბალ დონეს წარმოადგენდნენ, რომ ადეიშვილის ხელის ბიჭები განსაზღვრავდნენ მათ ბედს”, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.