ნუგზარ წიკლაური - სპეკულაცია იყო სააკაშვილის თავისუფლების საკითხით - ნიკა მელიას რომ ეთქვა, 1 საათშია აქცია, ვიღაც ეტყოდა, 1 საათს გაძლებს პრეზიდენტი?! - მრავალი დღე გავიდა და იგივე ადამიანები აღარ კითხულობენ, გაძლებს თუ არა

წინასაარჩევნო კამპანიისას ითქვა, რომ ფიზიკურად გამოვიყვანთ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედიდანო" - ადამიანები ამბობდნენ, რომ სრულიად განსხვავებულ ზომებს მიმართავდნენ, სადღაც შევარდნასა და გატაცებაზე, გავიდა დრო და ასეთი რამ არ ჩანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხით სპეკულაცია ხდებოდა.

„წინასაარჩევნო კამპანიისას ითქვა, რომ ფიზიკურად გამოვიყვანთ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდანო". ვფიქრობ, დაკვირვებული ადამიანისთვის მაშინაც ცხადი იყო, რომ ეს დაპირება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

გარკვეული სპეკულაცია ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხით. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. ადამიანები ამბობდნენ, რომ "ვიღაც არ შევარდა, მე კიდევ შევვარდები და გამოვიყვან“. სამი თვე გავიდა და ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის. მახსოვს ის პერიოდი, ნიკა მელიას რომ ეთქვა 1 საათშია აქცია, ვიღაც ეტყოდა 1 საათს გაძლებს პრეზიდენტი?! მას შემდეგ მრავალი დღე გავიდა და იგივე ადამიანები აღარ კითხულობენ, გაძლებს, თუ არა, როგორია მისი მდგომარეობა. ჩვენ ფაქტები გვაქვს, ადამიანები ამბობდნენ, რომ სრულიად განსხვავებულ ზომებს მიმართავდნენ, სადღაც შევარდნასა და გატაცებაზე, გავიდა დრო და ასეთი რამ არ ჩანს. ეს ჩემთვის ისედაც ცხადი იყო, რომ ასეთი რამ შესაძლებელი არ არის“, - აღნიშნავს წიკლაური.

გარდა ამისა, მან 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან ცუდი იქნება, თუ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე ბევრი ხალხი არ მივა.

„ქართველი ხალხის თვალებში დგას ის ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც მარტში ქუჩაში გამოვიდა თავისი ევროპული მომავლის დასაცავად. ამიტომ, ნებისმიერ აქცია, რომელიც მას შემდეგ ჩატარდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ორგანიზატორების პასუხისმგებლობაა იყოს ისეთივე მასშტაბური.

მნიშვნელოვანია 9 აპრილს ქუჩაში ბევრი ხალხი იყოს. ორგანიზატორებმა კარგად გააგებინონ ხალხს, რომ ეს არ არის პარტიული ინტერესებით ინსპირირებული აქცია, არამედ ევროპული ქვეყნის ევროპული ერთგულების ნიშანი. 9 აპრილს თუ ბევრი ხალხი არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ერთგვარი უკუსვლა იქნება. დარწმუნებული ვარ, პარტიის ხელმძღვანელობა ესაუბრა სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს, გამოსვლების კონსოლიდაცია მოხდება“, - აღნიშნავს წიკლაური.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში