„საქართველოს სირცხვილი“, „რუსული კანონის ხელმომწერი“, „პუტინის მონა"- ამ შინაარსის წარწერებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა გურიაში, ლანჩხუთის ცენტრში „ქართული ოცნების" დეპუტატების გამოსახულებიანი პლაკატები გააკრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად "ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, აქტივისტებმა ლანჩხუთის ცენტრში არჩილ თალაკვაძისა და ნინო წილოსანის გამოსახულებიანი პლაკატები გააკრეს.