მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ხელისუფლება ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ხელისუფლება ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს.

მისივე თქმით, მომხრეა, რომ არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესი მეტად დისკუსირებადი იყოს, რადგან კანდიდატებისადმი ოპოზიციის ღია მხარდამჭერის ან წინააღმდეგობის ფონზე, საზოგადოებაც კარგად დაინახავს, რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას.

ასევე, როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებში - „ოთხ ადამიანს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ“, მოსამართლეების გათავისუფლება იგულისხმება, ეს მომავალში კიდევ მეტ საჭიროებას გამოკვეთს.

„თუ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებში, რომ „ოთხ ადამიანს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ“, მოსამართლეების გათავისუფლება იგულისხმება, მაშინ ხვალ კიდევ ახალი საჭიროება დადგება. შემდეგ ამ მოსამართლეებს პოლიტიკოსებადაც დანიშნავენ. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს აზროვნებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შენების სწორი მოდელია, ეს მათი პრობლემაა. პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები მეტ სიფრთხილეს მოითხოვს იმიტომ, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ისეთ საკითხებზე საუბრისას, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ასეთი საკითხია. იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევა პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ხელისუფლება ამ არჩევნებს ვერ გააყალბებს. ეს ადამიანები, ვინც აირჩევიან, საკუთარი კვალიფიკაციით მიუკერძოებლები უნდა იყვნენ და მართლმსაჯულების კანონებში ცვლილებები უნდა შეიტანონ.

უნდა ვთქვათ, რა არის არჩევნების მიზანი. რა თქმა უნდა, ეს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაა. ამის განხილვა ისე, თითქოს სულ ერთია, ვის ავირჩევთ, არ შეიძლება. მე მომხრე ვარ, რომ ამბავი ფართოდ დისკუსირებადი იყოს, რადგან ოპოზიციის ღია მხარდამჭერის ან წინააღმდეგობის ფონზე, საზოგადოებაც კარგად დაინახავს, რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი