ბადრი ჯაფარიძე -„ქართული ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუკი ისინი მართლაც აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რომელიც ასეთი სასამართლო ჩვენს სახელმწიფოს უქმნის

პარტია "ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია მხარს უჭერს მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყრილობაზე, სტუმრის რანგში ყოფნისას განუცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ასეთი კომისია „საშუალებას მოგვცემს გამოვლენილი იქნეს ის ფაქტები, რომელიც დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ „ეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და იმართება „ქართული ოცნების“ ნების მიხედვით“.

„ქართულო ოცნების“ ინტერესებში უნდა იყოს ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუკი ისინი მართლაც აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რომელიც ასეთი სასამართლო ჩვენს სახელმწიფოს უქმნის“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, შეერთებული შტატების მიერ ოთხი პირის დასანქცირება არის მხარდაჭერის ნაბიჯი საქართველოს მიმართ და ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლომ დაიწყოს განთავისუფლება იმ მარწუხებისგან, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ და მის მიერ მართულმა კლანმა მოაქცია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ჩვენი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული უფლება ვის დაასანქცირებს, ვის აუკრძალავს შეერთებულ შტატებში შესვლას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ შეგნებულად ბლოკავდა 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„ქართული ოცნება“ შეგნებულად ბლოკავდა 5 არამოსამართლე წევრის დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რასაც უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ დღეს „ქართული ოცნებისა“ და მისი კლანის მიერ სრულად მართული იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაბალანსდეს და იქ გაჩნდეს 5 დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის არამოსამართლე წევრი, რომელიც ხელს შეუშლის კლანის გადაწყვეტილების განხორციელებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერის თქმითვე, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ყველა კანდიდატი, რომელიც იყო დასახელებული და მისია აზრით, ახლა არის შესაძლებლობა, რომ კვლავ იქნას წარდგენილი კანდიდატები.

„ახლა, ჩემი აზრით, არის შესაძლებლობა, რომ კვლავ იქნას წარდგენილი კანდიდატები და 5 დამოუკიდებელი, მაღალი რეპუტაციის პირი იქნეს დანიშნული როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი“, - დასძინა ჯაფარიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა