„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, 9 აპრილის კამპანიის ფარგლებში, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა აქციაზე მიიწვიეს

საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის ხვალ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ლევან მეტრეველის, გიორგი კაპანაძე და ლანა ღვინჯილია აცხადებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, 9 აპრილის კამპანიის ფარგლებში, დღეს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა აქციაზე მიიწვიეს.

მათი თქმით, ხვალ, 9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რათა საქართველო არ დაბრუნდეს რუსულ ჭაობში;

„პრორუსული ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ექაჩება უკან რუსული ჭაობისაკენ და თუ ჩვენ რუსეთში დაგვაბრუნეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დავკარგავთ დამოუკიდებლობასაც და თავისუფლებასაც. ამიტომ, ევროპული მომავლისათვის, დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, ყველანი ვიკრიბებით ხვალ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველზე იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

ლევან მეტრეველის თქმით კი, ის ყველა თავის მეგობართან ერთად მიდის აქციაზე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად.

„ჩემს ყველა მეგობართან ერთად მივდივარ 9 აპრილს ჩვენი ევროპული არჩევანის დასაცავად, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე იყოს თანამედროვე, სწორი და სამართლიანი ადგილი, ამიტომ, გიწვევთ ყველას მობრძანდეთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ლევან მეტრეველმა.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრის, ლანა ღვინჯილიას განცხადებით, ხალხს ნამდვილად აქვს ძალა, რომ რაღაც შეცვალონ, ეს შანსი კი უნდა გამოვიყენოთ.

„ჩვენს მთავრობას ნამდვილად ეშინია ხალხის და ხალხს ნამდვილად აქვს ძალა, რომ რაღაც შეცვალონ, ეს შანსი კი უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე და რაც უფრო მკაფიოდ გამოხატავს თავის სურვილს, დაეხსნას რუსეთს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და საერთოდ გახდეს თავისუფალი ქვეყანა, მით უფრო მალე მივაღწევთ დასახულ მიზანს. ამიტომ, გელოდებით ყველას 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ