ლევან ხაბეიშვილი - როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა - ვფიქრობ, ამ მიმართულებით გამოსაძიებელი არაფერია

როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „კლანი“ არსებობს, ეს ადამიანები კი თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებენ, არანორმალური დამოკიდებულებაა - ვფიქრობ, ამ მიმართულებით გამოსაძიებელი არაფერია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ სანქცირებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებას მტკიცებულებების გარეშე არ მიღებდა.

„მოსამართლეებთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არანაირი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. ელჩმა განმარტება გააკეთა, რომ საუბარია ქრთამის აღებაზე, ნეპოტიზმზე, დაშინებაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე. დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებების გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორები საუბრობდნენ საქართველოში სასამართლო „კლანზე“, ნეპოტიზმზე და კორუფციაზე. ამაზე არაერთი მტკიცებულება არსებობს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ის მოსამართლეები და თანამდებობის პირები, ვინც „ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ჭკუაზე არ მოვლენ, პრობლემები შეექმნებათ“.

„იმ მოსამართლეებმა უნდა იფიქრონ, ვისაც, სავარაუდოდ, სანქცია ელოდება, მეტიც - როდესაც აშშ ზეწოლასა და ქრთამზე საუბრობს, ე.ი. ვიღაცის მხრიდან იყო ქრთამი მიწოდებული, ამიტომ პროკურორებსაც არ უნდა ეძინოთ მშვიდად და იმ თანამდებობის პირებსაც, ვინც ღამის ზარებს ახორციელებენ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი ჭკუაზე არ მოვლენ, სხვებსაც შეექმნებათ ეს პრობლემები. ისინიც იქნებიან სანქცირებულები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ისევე როგორც პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მისცეს ხმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი