კახა კალაძე - „გირჩი“ არ მალავს ქვეყანაში დაპირისპირებასა და არეულობის ზრახვებს - თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციით, მთავრობის დამხობითა და ჩამოგდებით რამეს მიაღწევს, ძალიან ცდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „გირჩი“ არ მალავს, რომ მისი განზრახვა ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირებაა.

როგორც კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თუ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ოპოზიციას სურს, ეს ქვეყანაში არეულობისთვის გამოიყენოს.

„გირჩი“ არ მალავს იმ ზრახვებს, რაც აქვს. ეს ქვეყანაში დაპირისპირებასა და არეულობას გულისხმობს. ერთ-ერთ ინტერვიუშიც წამოსცდათ, რომ კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით გეგმები აქვთ. თქვეს, დეკემბერში, სტატუსს რომ არ მოგვცემენ, სიტუაცია უფრო გამწვავდებაო.

ჩვენ სტატუსის მიღებას ნამდვილად ვიმსახურებდით. სავარაუდო ქვეყნებს შორის, თუ რომელიმეს რაიმე ჰქონდა გაკეთებული და ნაბიჯები წინ ჰქონდა გადადგმული, ეს ნამდვილად იყო საქართველო. მეორე მხრივ, ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ დეკემბერში სტატუსს არ მოგვცემენ, ოპოზიციას სურს, ეს ქვეყანაში არეულობისთვის გამოიყენოს. ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლით დასრულდება.

სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, შეუძლია ამა თუ იმ ფორმით აზრი დააფიქსიროს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციით, მთავრობის დამხობითა და ჩამოგდებით ამ ქვეყანაში რამეს მიაღწევს, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან ყოველთვის მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ