მამუკა მდინარაძე - არ არსებობს მტკიცებულება სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, თუ მტკიცებულება არ იქნება,  ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი

არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, სამწუხარო ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია შესაძლებელია, მომავალში მაინც მოხდეს, თუმცა არც პირიქით გამოვრიცხავ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ არ იქნება არცერთი მტკიცებულება, თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

„არცერთი არგუმენტი ან მტკიცებულება ჩვენ არ გვინახავს, დამატებით კი არა, საერთოდ არ არის ასეთი მტკიცებულება და სამწუხაროა, რომ მტკიცებულების გარეშე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უწესებს შეზღუდვებს, რომელსაც თავიდან სანქცია ერქვა ყველას მხრიდან, გუშინ კი არ ვიცი, სვლა იყო გარკვეული ჩვენი მეგობრების მხრიდან, რომ განმარტეს, რომ ეს იყო სავიზო შეზღუდვა. ამას არ აქვს მნიშვნელობა, სანქციის ფორმაა ერთ და მეორე შემთხვევაშიც და თუ არ იქნება არცერთი მტკიცებულება, როგორც დღეს არის და ეს მოცემულობა გვექნება განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელი.

ამასთანვეა დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც. საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება იმსჯელო. აქ ხომ არ არის მარტივად საკითხი რაღაც აბსტრაქტულ გარემოებებზე, საუბარია იმაზე, რომ კონკრეტული ადამიანები დაადანაშაულეს კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებში და საუბარი იყო ღამის ზარებზეც. თუ ჩვენ ამ ბრალდებას შევხედავთ ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ვნახავთ, რომ ამ კორუფციული ბრალდების უკან არ დგას არც ერთი მტკიცებულება, მხოლოდ და მხოლოდ ეს შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რაც არ უნდა რთული სათქმელი იყოს იმ ადამიანისთვის, რომელსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ აშშ არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ამ ქვეყნის მეგობარი. აი, ასეთი დამოკიდებულება არის ყოვლად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს მტკიცებულების გარეშე კონკრეტული ღონისძიების გატარებაზე. პარტნიორ ქვეყანასთან მუდმივი კომუნიკაციაა, მუდმივად ვსაუბრობთ მსგავს თემებზე, მსგავსი შეიძლება, გადაჭარბებული იყოს, რადგან ასეთი რაღაც არ მომხდარა აქამდე. თუნდაც სანქცია არ იყოს და იყოს სავიზო შეზღუდვა, ამ შერბილებული პოზიციიდანაც კი არ მოჩანს ეს ყველაფერი კარგად. არ არსებობს მტკიცებულება ამ სავიზო შეზღუდვის თუ სანქციის დაწესების საფუძვლად, ეს მართლაც დამაზიანებელია ჩვენი ურთიერთობებისთვის, ეს მართლაც სამწუხარო ფაქტია და ვიმედოვნებ, რომ ასეთი საკითხების პრევენცია შესაძლებელია, მომავალში მაინც მოხდეს, თუმცა არც პირიქით გამოვრიცხავ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა