„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციას გამართავს. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.
აქციის მიზანი ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.
„საქართველოს ისტორიული არჩევანი რეალობად უნდა იქცეს - დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ევროპის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს!
ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველომ გამოიყენოს შანსი და მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
რუსული ოცნება მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს ევროპას, განზრახ არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ 12 ვალდებულებას, რადგან მას არ აქვს საქართველოს ევროპასთან დაახლოების პოლიტიკური ნება.
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხს, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ირჩევს ევროპას.
ამიტომ, ქართველი ერის არჩევანი, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს მომავალი კვლავ დასაცავია!
ვიკრიბებით 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ. კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა რუსეთს! არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ რეპრესიებს! არა ქვეყნის გარუსებას!“,- წერია ორგანიზატორების ინფორმაციაში.