ლევან ხაბეიშვილი - თუ რუსული ოცნება გონს არ მოეგება, სანქციები გაგრძელდება

თუ რუსული ოცნება გონს არ მოეგება, ეს სანქციები გაგრძელდება - ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლო თავიდან ფეხებამდე კორუფციაშია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებას გამოეხმაურა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, პროკურორები ზეწოლას ახორციელებენ სასამართლოზე.

"ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს და გაიაზროს, როცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ქრთამისტები არიან და ღამე ხორციელდება ზარები. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთში საუბრობდა, საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, პროკურორები ზეწოლას ახორციელებენ სასამართლოზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სანქციები 4 მოსამართლეზე არ გაჩერდება. ამ ადამიანებს ჰყავდათ დამკვეთები, ის ადამიანები, ვინც ღამე ახორციელებდნენ ზარებს, მათ შორის ამ ადამიანების მეშვეობით ალაგებდნენ სასამართლოში კონკრეტულ საქმეებს.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ მათაც მოეთხოვებათ პასუხი. თუ რუსული ოცნება გონს არ მოეგება, ეს სანქციები გაგრძელდება. მარტო ირაკლი შენგელია, რომ დაგიხასიათოთ თავისი დინასტიით, რომელიც სასამართლოშია წარმოდგენილი, საზოგადოება მიხვდება, რომ კლანთან, ნეპოტიზმთან, კორუფციულ მმართველობასთან გვაქვს საქმე. ჩვენდა სამწუხაროდ, სასამართლო თავიდან ფეხებამდე კორუფციაშია“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, აშშ-მ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი