ლევან ხაბეიშვილი - 90-იანი წლები დაბრუნდა საპატიმროში, სადაც კონკრეტულ კრიმინალებს ეძლევათ შესაძლებლობა სხვა პატიმარს გაუსწორდნენ

90-იანი წლები დაბრუნდა საპატიმროში, სადაც კონკრეტულ კრიმინალებს ეძლევათ შესაძლებლობა სხვა პატიმარს გაუსწორდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც მათივე მტკიცებით ჩანს, თუ როგორ დაესხნენ პატიმარს თავს.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მისთვის გაუგებარია როგორ იკავებს კონკრეტული მინისტრი თანამდებობას და როგორ აგრძელებს მუშაობას.

„ეს იყო გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა კონკრეტული პატიმრის წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა საპატიმროში, სადაც კონკრეტულ კრიმინალებს ეძლევათ შესაძლებლობა სხვა პატიმარს გაუსწორდნენ ისე, როგორც თქვენ პირდაპირ ეთერში ნახეთ. ასეთი კადრების გასაჯაროების შემდეგ, ჩემთვის გაუგებარია როგორ იკავებს კონკრეტული მინისტრი თანამდებობას და როგორ აგრძელებს მუშაობას. ცხადია, უნდა იყოს კონკრეტული პასუხისმგებლობები როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გუშინ კადრები გაავრცელა, სადაც, მათივე მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ აყენებენ პატიმარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობას. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული კადრები გასული წლის 22 აგვისტოთი თარიღდება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი