გიგა ბოკერია - დღეს ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია ამოცანისთვის, რასაც ადამიანებმა თავი შესწირეს - 9 აპრილი და მთელი ჩვენი ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის დავუთმოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა

9 აპრილი და მთელი ჩვენი ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის დავუთმოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას და უთხრა საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ საბჭოთა რუსეთის რეპრესიებისა და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა.

როგორ ბოკერიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება მზად იყო ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის კიდევ შეეწირა მსხვერპლი, რასაც ორ წელიწადში მოჰყვა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება.

„დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია იმ ამოცანისთვის, რასაც ადამიანებმა ამ ადგილას თავის შესწირეს. ეს დღე და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - აღნიშნა ბოკერიამ

"ევროპული საქართველოს" ლიდერები და წევრები 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში