გიორგი ვაშაძე - დღევანდელ შეკრებას აქვს კონკრეტული მიზანი, ვაჩვენოთ საქართველოს და მსოფლიოს, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაანონსებულ აქციაზე აუცილებლად მივა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის სახალხო შეკრება.

"მე დღეს აქციაზე ვიქნები. ეს არ არის ერთი პარტიის აქცია, ეს არის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების აქცია, ბევრი ადამიანი არის ჩართული, ამიტომ, ეს არის სახალხო შეკრება. 9 აპრილს ყოველთვის ბევრი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. დღევანდელ შეკრებას აქვს კონკრეტული მიზანი- ვაჩვენოთ მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული პერსპექტივისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის პატივისცემა ჩვენს გმირებთან მიმართებით, ვინც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ამიტომ, მე ამ აქციაზე აუცილებლად ვიქნები", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქციას გამართავს. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.

აქციის მიზანი ევროპული არჩევანის მხარდაჭერაა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში