ხატია დეკანოიძე - როგორც ჩანს, პრეზიდენტს ესახება, რომ ქალებმა შეიძლება განსაკუთრებული როლი ითამაშონ თანხმობის მიმართულებით, რასაც გარკვეულწილად ვიზიარებ - რაც შეეხება რაიმე პოლიტიკურ პლატფორმის შექმნას, ეს გადაჭარბებული შეფასება იყო

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მასპინძლობა დაკავშირებულია თანხმობასთან, ერთიანობასთან და 9 აპრილთან.

მისივე თქმით, დღევანდელი ღონისძიება ევროპის იდეის გარშემო გაერთიანებას უკავშირდება და გაჟღერებული იდეა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე პოლიტიკურ პლატფორმა შეიძლება შეიქმნას, “გადაჭარბებული შეფასებაა”.

“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული დღეა. მთელ ქვეყანამ ძალიან გასაგებად უთხრა საბჭოთა კავშირს, რომ საქართველო თავისუფალი იქნება.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს არის თანხმობის, ერთიანობის და 9 აპრილისთვის მიძღვნილი ღონისძიება. დღევანდელ ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ქალია მიწვეული, პრეზიდენტს, როგორც ჩანს, ესახება, რომ ქალებმა შეიძლება განსაკუთრებული როლი ითამაშონ თანხმობის მიმართულებით, რასაცა გარკვეულწილად ვიზიარებ. ამ ძალიან მძიმე მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯები ევროპისკენ გადასადგმელი გვაქვს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად გვჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. ასევე, გამორჩეული ისტორიული ფაზაა მაშინ, როდესაც საქართველოს მართლმსაჯულების სექტორში არის უმძიმესი ჩავარდნა და ეს ეხება ზუსტად იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-მა მიიღო, რამდენიმე მოსამართლის მიმართ კონკრეტული სანქციების დაკისრების კუთხით. ამიტომ ჩვენ გვაქვს სერიოზული და დიდი გამოწვევა.

ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ შეხვედრა მისი ინიციატივით ევროპის იდეის გარშემო და ჩვენ ყველა ვერთიანდებით ამ იდეის გარშემო.

რაც შეეხება რაიმე პოლიტიკურ პლატფორმის შექმნას, ვფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებული შეფასება იყო, მათ შორის “ქართული ოცნების” მხრიდან, რომელსაც რაღაც გარკვეული შიშები, რა თქმა უნდა, ევროპასთან მიმართულებით აქვს და იმ ადამიანების მიმართულებით ან მიმართ ვინც ამ ძალიან სერიოზულ იდეას იზიარებს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, პრეზიდენტი გააქტიურდა ოპოზიციასთან კომუნიკაციაში, შეიძლება თუ არა რაიმე სახის ქალების მოძრაობა ვიხილოთ, რომელსაც ექნება სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, რაზეც დეკანოიძე ამბობს, რომ "ამ ინფორმაციას არ ადასტურებს”.

“ამ ინფორმაციას არა არ დავადასტურებ. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ქალების ფორმატში, მათ შორის საქართველოს პარლამენტში. ზუსტად ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევაში ქალებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს ისევე, როგორც კაცებმაც. ვფიქრობ, რომ ეს მოლოდინი ახლა არის გადაჭარბებული, ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით ცალკე კოორდინაცია არ არსებობს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მე პირადად კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან მაქვს. საერთაშორისო ასპარეზზე მისი გზავნილები ბოლო პერიოდში ძალიან სწორი იყო, მაგრამ მე პირადად ველოდები ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას”, - აღნიშნა დეკანოიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა