ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკური აქტია, როცა ამდენი მოქალაქე, ქალები ვიკრიბებით, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალიან მკაფიოდ გავაგონოთ ჩვენი ხმა - ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული წარსულის და მომავლის დაცვას

„ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მასპინძლობა დაკავშირებულია ძალისხმევის მობილიზებასთან და გაერთიანებასთან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი და ღირებულია, რომ ერთი მიზნის ირგვლივ სხვადასხვა პროფესიის, თაობის, ინტერესების მქონე მოქალაქეები გაერთიანდნენ და ეს გაერთიანება არ არის აუციელბელი, რომ ფორმალური ორგანიზაციის სახით წარმოდგენილი იყოს.

“პირველ რიგში, ეს მოწვევა მივიღე, იმიტომ, რომ 9 აპრილის აღნიშვნას ეხება, რაც არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი და ამავე დროს, საამაყო დღე. ასევე, ევროპული იდეის ირგვლივ ერთობლივი მოქმედებები, რა თქმა უნდა, არის პრიოროტეტული. მიმაჩნია, რომ ის იდეა, რომელიც ფართო საზოგადოებას აერთიანებს, ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი. ამ იდეის ირგვლივ, რაც მეტი საერთო ძალისხმევა გაწეული იქნება, მიმაჩნია, რომ არის სწორი და მნიშვნელოვანი, მით უფრო ასეთ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული უნდა იყოს.

ვფიქრობ, რომ დღევანდელი ღონისძიება იქნება ძალისხმევის მობილიზების და გაერთიანების ღონისძიება. დეტალური ინფორმაცია ღონისძიების მსვლელობის დროს გახდება ცნობილი. პოლიტიკუტი აქტია, როცა ამდენი მოქალაქე, ქალები ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენი ხმა ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალიან მკაფიოდ გავაგონოთ, ხელისუფლებასაც და ჩვენი ქვეყნის მტერსაც, მოყვარესაც და სტრატეგიულ პარტნიორებსაც. ჩვენ გვინდა ევროპა და მცდელობები, რომელიც თვალსაჩინოა, რომ საქართველომ გადაუხვოს ევროპულ კურსს და ქვეყნის იზოლაცია ხელისუფლების მხრიდან მოხდეს, რამდენიც არ უნდა განხორციელდეს, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული წარსულის და მომავლის დაცვას.

თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, რომ რაიმე ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება არ იგეგმება. არ ვფიქრობ, რომ ეს გადამწყვეტია, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი და ღირებული არის ის, რომ სხვადასხვა პროფესიის, თაობის, ინტერესების მქონე მოქალაქეები ვერთიანდებით ერთი მიზნის ირგვლივ და ეს გაერთიანება არ არის აუციელბელი, რომ ფორმალური ორგანიზაციის სახის იყოს, პირიქით, ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი თავისუფალი ადამიანი, თავისუფალ რეჟიმში დააფიქსირებს თავის განწყობას და ხმას, რომ მას უნდა თავისი ქვეყანა ევროპაში იხილოს, ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და ეს ემოცია, განწყობა საერთაშორისო არენაზე დაფიქსირებული მკაფიოდ უნდა იყოს, ეს ღირებულია თავისთავად”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში