ხატია დეკანოიძე - ისტერიის ახალი ეტაპია, როდესაც პარტნიორებს ემუქრებიან ფარული მიყურადებით, თვალთვალით, კადრების და ჩანაწერების გასაჯაროებით - დასავლეთის მიმართ შანტაჟი არავის გაუვა

ვფიქრობ, რომ ისტერიის ახალი ეტაპია, როდესაც პარტნიორებს ემუქრებიან ფარული მიყურადებით, თვალთვალით, კადრების და ჩანაწერების გასაჯაროებით, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.

მისივე თქმით, პარტნიორების მიმართ შანტაჟი, კიდევ ერთხელ “ქართული ოცნების” სახეს აჩვენებს, ისინი შანტაჟზე, ფარულ თვალთვალზე და მიყურადებაზე დგანან.

“ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილება იყო. იმ კონტექსტში, რომ კონკრეტული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება აშშ-ს მხრიდან იყო, ძალიან სწორი გზავნილი ჯერ კიდევ “რუსული კანონმდებლობის” მიღების წინა დღეებში. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სექტორში, როცა ასეთი მძიმე გამოწვევებია, ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული შეშფოთების ფონზე მათი დამოკიდებულება იკვეთებოდა.

რაც შეეხება კონკრეტული მოსამართლეებიის დასანქცირებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებობს “კლანი”, ასევე უმძიმესი გამოწვევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში და ამ მართლმსაჯულებით, რა თქმა უნდა, საქართველომ ევროპული ინტეგრაციისკენ წარმატებას შეიძლება ვერ მიაღწიოს. ვფიქრობ, რომ პარტნიორების მხრიდან ეს ნაბიჯი იყო ძალიან სერიოზული ბიძგი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების მიმართ საქართველოს მოქალაქეების პოზიცია მკვეთრი იყოს, მათ შორის პოლიტიკური ნება გამომჟღავნდეს.

ვფიქრობ, რომ ისტერიის ახალი ეტაპია, როდესაც პარტნიორებს ემუქრებიან ფარული მიყურადებით და თვალთვალით, კადრების და ჩანაწერების გასაჯაროებით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული, დამაზიანებელი პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის, მაგრამ ზოგადად როგორც ირაკლი კიბახიძის განცხადებებში ახალი არაფერი არ ყოფილა. ამას აკეთებენ წლების განმავლობაში, ოპოზიციას უთვალთვალებენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც რეალურად არის მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი. ახლა შანტაჟი პარტნიორების მიმართ, ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ “ქართული ოცნების” სახეს, ისინი შანტაჟზე, ფარულ თვალთვალზე და მიყურადებაზე დგანან. შანტაჟი თითქოს ვინმეს გაუვა, დასავლეთის მიმართ შანტაჟი არავის გაუვა, ეს არის პირველ რიგში საქართველოსთვის დამაზიანებელი”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის მხრიდან ოთხი მოსამართლის მიმართ სანქციებს გამოეხმაურა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა მოითხოვა, რა მტკიცებულებებს ან წყაროებს ეფუძნებოდა გადაწყვეტილება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის სახელით დაიდო.

„სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები.“

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი