„ნაციონალური მოძრაობა” - სრულიად დისკრედიტირებული პარტიული ორგანიზაცია აქციას ატარებს, თან ლევან ხაბეიშვილი და ის შემადგენლობა, რომელსაც სისხლი არ შეშრობია ხელზე ვანო მერაბიშვილის მეთაურობით ,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას.
მისივე თქმით, „ადამიანებს აღრეული აქვთ პატიოსნების და ღირსების, ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების შეგრძნება.
„ეროვნული მოძრაობის სიმბოლოა 9 აპრილი. რასაკვირველია, ნებისმიერს შეუძლია, რომ აქცია ჩაატაროს, ამავე დროს ბზობაა, საზოგადოების სულისკვეთება სულ სხვა არის. „ნაციონალური მოძრაობა“- სრულიად დისკრედიტირებული პარტიული ორგანიზაცია აქციას ატარებს, თან ლევან ხაბეიშვილი და ეს შემადგენლობა, რომელსაც სისხლი არ შეშრობია ხელზე ვანო მერაბიშვილის მეთაურობით. სამწუხარო რეალობაა, რომელსაც შეფასება სჭირდება. არამარტო პოლიტიკოსების მხრიდან, საზოგადოებამ უნდა მისცეს უფრო მკაცრი შეფასება“, - აღნიშნავს ვოლსკი „რუსთავი 2-თან“.