ნამდვილად ვიცი, რომ მიხეილის მსგავსი პატრიოტი მართლა იშვიათია საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ის მოხარულია, რომ აქ ამდენ ხალხს ხედავს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სლოგანით „ერთად ევროპაში“.
გიორგი სააკაშვილის თქმით, 9 აპრილი და ზოგადად ქვეყნის ევროპისკენ სვლა ქართველი ხალხის მომავლის სიმბოლოა.
„აქციას, რა თქმა უნდა, ვუერთდები. დღეს, თითოეული ქართველის მოვალეობაა, იდგეს იმ ადგილზე, სადაც ისტორია დაიწერა. ეს არის ჩვენი თავისუფლების, მომავლის სიმბოლო. მჯერა, რომ საქართველო მართლაც გაბრწყინდება ერთ მშვენიერ დღეს და მართლა გავერთიანდებით, ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპული საზოგადოების. ეს არის ადგილი, საიდანაც იწერებოდა ისტორია. მოხარული ვარ, რომ წლების განმავლობაში მიწევს აქ ყოფნა, რაც თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.