თაკო ჩარკვიანი - დიქტატორი უნდა გადააგდო! ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება!

მე არ მეგულება დიქტატორი, რომლის გამოსწორებაზეც ხალხმა უნდა იზრუნოს. დიქტატორი უნდა გადააგდო! ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება! - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან და „კონსტიტუცია აგვიფეთქეს“.

„მომავალ საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ლაზარე გრიგორიადისი „კოქტეილის“ სროლის გამო დააკავესო. ხალხნო „მოლოტოვის კოქტეილი“ კი არა, სამშობლოს გვიფეთქებს ვიღაცა ჩარჩი ოლიგარქი! კონსტიტუცია აგვიფეთქეს! 78-ე მუხლი! ანუ ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდნენ! მე არ მეგულება დიქტატორი, რომლის გამოსწორებაზეც ხალხმა უნდა იზრუნოს, დიქტატორი უნდა გადააგდო! ამ სიტყვის ნურავის შეეშინდება!,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი