პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია - “ერთად ევროპაში” დასრულდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე.
ცნობილი გახდა რამდენიმე მოთხოვნა.
“პირველი მოთხოვნაა - ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნაა - დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა, მესამე მოთხოვნაა - მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მეოთხე მოთხოვნაა - დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა”,- განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
აქციაზე შესრულდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები.
რუსთაველოს გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.