რას ზოგავს დანაზოგები სინამდვილეში? - ინტერვიუ კრიპტალის აღმასრულებელ დირექტორთან ხვიჩა კოპინაძესთან

არ არსებობს ადამიანი, რომელიც გარკვეული დანაზოგის გაკეთებაზე არ ფიქრობს. დანაზოგი მრავალგვარი არსებობს. საქართველოში ადამიანების ნაწილი დანაზოგს სხვადასხვა ვალუტაში თანხით აგროვებს, ნაწილი უძრავ ქონებასა თუ ძვირფას ნივთებში დებს თანხას. თუმცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დანაზოგის გაკეთების უფრო დახვეწილი ფორმებია პოპულარული. ისინი ინვესტორებს არა მხოლოდ სტაბილურ შემოსავალს, არამედ მაღალ უკუგებასა და ამ ინვესტიციის გრძელვადიან ზრდასაც ჰპირდება. ამ მხრივ, კრიპტო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცეა. სწორედ კრიპტო ინდუსტრიაში დაზოგვის შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე გვესაუბრება „კრიპტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ხვიჩა კოპინაძე.

როგორ შეაფასებდით საქართველოში ანაბრების და დანაზოგის ბაზარს. რა შესაძლებლობებია საქართველოში დღეს ამ მხრივ?

სამწუხაროდ, ქართული ბაზარი თავისებურად მუშაობს და ცოტა არ იყოს - შეზღუდულიცაა. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლებისთვის მთავარი არჩევანი - საბანკო პროდუქტებია - ვადიანი ან უვადო ანაბრები, მაშინ როცა დასავლურ ბაზარზე ინვესტორებს აქვთ საშუალება ამ ფორმის პასიური შემოსავლის რამდენიმე ალტერნატივა ჰქონდეთ - აქციების, ფასიანი ქაღალდების, ბონდებისა თუ ინდექს ფონდების სახით. ჩვენთან ამ მხრივ “დანაზოგებია” ბაზრის ლიდერი. თუმცა, ეს დანაზოგებიც შინაარსობრივად, თითქოს მნიშვნელოვნად განსხვავდება უცხოური “Saving”-ებისგან. აქაც, რეალურად ორი ალტერნატივაა - დანაზოგის ლარში განთავსება, ან უცხოურ ვალუტაში (დოლარი, ევრო). ორივე გადაწყვეტილებას აქვს თავისი მინუსებიც. უცხოურ ვალუტაში ანაბრებზე უკუგება საკმაოდ მცირეა - რაც საშუალოდ, 1 წლიან დანაზოგზე - 0.8-1% სარგებელს გულისხმობს. მეორე მხრივ, ლარში გაცილებით მაღალია, თუმცა ინფლაციების გათვალისწინებით, სარგებელი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პირობითი გამოდის. შედეგად, ვიღებთ, რომ დანაზოგი რეალურად მხოლოდ ის თანხაა, რომელსაც უბრალოდ მომხმარებლები არ ხარჯავენ. არადა, დანაზოგების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება დამატებითი, პასიური შემოსავლისა და მოგების მიღება უნდა იყოს. სწორედ ეს განაპირობებს აქაური ბაზრის თავისებურებას. დანაზოგით მხოლოდ იზოგება დანახარჯი - იზღუდება ფულზე წვდომა ერთი წლით და ამონაგებიც მინიმალური რჩება.

რა ქნას საქართველოს მოქალაქემ, რა ალტერნატივები არსებობს, როგორ შექმნას დანაზოგი?

მთავარი ალტერნატივა არის საბანკო ანაბარი. რაზეც სარგებელი/პროცენტი დაბალია. სხვა პოპულარული ალტერნატივაა უძრავი ქონება და ბიზნესის დაწყება, მაგრამ პირველს მაღალი კაპიტალი სჭირდება და მეორეს მაღალი რისკი აქვს. ყველაზე ნაკლებად ცნობილი ალტერნატივა დღეს ის პროდუქტებია, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის განვითარებამ მოგვიტანა.

ჩვენს კულტურაში დანაზოგი ასოცირდება ურისკო, დასაგროვებელ აქტივად , მაშინ როდესაც დასავლეთში დანაზოგი ინვესტიციის ფაქტორის გარეშე არ არსებობს და როდესაც ინვესტიციაზე საუბრობ, მინიმალური რისკი სულ არის.

როგორც უკვე ვახსენეთ, ქარტულ ალტერნატივაში დანაზოგი ცოტა სწორხაზოვნად აღიქმება - რაც გულისხმობს ძირითადად ანაბრის ფორმას. ამ მხრივ, მთავარი ფაქტორი რისკის მინიმიზაციაა - მომხმარებელი ელის, რომ ბანკისგან გარანტირებულად მიიღებს უკუგებას - თუნდაც მცირეს. დანაზოგის რისკის ქვეშ დაყენება მომხმარებლის მთავარ შიშს წარმოადგენს მაშინ, როცა რისკი მომენტალურად აისახება უკუგებაზეც. სწორედ ეს განაპირობებს მაღალ უკუგებებს სხვა ბაზრებზე. ალტერნატიულად, მომხმარებლები დანაზოგის ინვესტირებას ძირითადად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ. მათ შორის ყველაზე პოპულარულია უძრავი ქონება, ან საკუთარი ბიზნესის წამოწყება. თავის მხრივ, უძრავი ქონება დიდ კაპიტალს საჭიროებს, საკუთარი ბიზნესი კი როგორც კაპიტალს, ასევე ამ კაპიტალის ეფექტიანად მოხმარებასა და რისკებთან გამკლავებას. არადა, თანამედროვე სამყაროში უკვე გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო ალტერნატივები არსებობს, რომლებიც ინვესტორებს არა მხოლოდ სტაბილურ შემოსავალს, არამედ მაღალ უკუგებასა და ამ ინვესტიციის გრძელვადიან ზრდასაც ჰპირდება. ამ მხრივ კი კრიპტო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცეა - სადაც დეცენტრალირებული ფინანსების კონცეფცია - ერთი მხრივ ძალიან საინტერესო პროექტებს და მეორე მხრივ, უდიდეს განვითარებასა და პოტენციალს აჩენს, რომელიც აუცილებლად ასათვისებელია.

კონკრეტულად რა იგულისხმება კრიპტო ინდუსტრიის შექმნილ პროდუქტებში?

კრიპტო ინდუსტრიამ შექმნა ფინანსური პროდუქტების ახალი განზომილება, როგორც კრიპტოვალუტების და ნფტ-ების სახით, ასევე პროდუქტი დაგროვებისთვის, კრიპტო ანაბრები, რომელიც რეალურად საბანკო ანაბრების ანალოგია უკეთესი პირობებით.

რადგან ჩვენთან არ არის კრიპტო ინდუსტრიის მიმართ მაღალი ცნობადობა და ზოგადად კრიპტო ინდუსტრიაში შესვლა საშუალო მომხმარებლისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, ჩვენი, კრიპტალის მისიაა რომ გავუმარტივოთ ადამიანებს კრიპტო ადაპტაცია. სწორედ ამიტომ ვქმნით ყველაზე მარტივ და ქართველ მომხმარებელზე მორგებულ პროდუქტებს. მათ შორის ახლახანს გავუშვით კრიპტო ანაბრის ფუნქცია.

კრიპტო და ზოგადად ბლოკჩეინ ინდუსტრიამ ფინანსების ინდუსტრიაშიც შექმნა სრულიად ახალი განზომილება - არა მხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ NFT-ებისა და ზოგადად ამ ტოკენ ეკონომიკის სახითაც. ეს ინდუსტრია ყოველდღე გვთავაზობს ინოვაციურ გადაწყვეტებს, რომელიც სტანდარტული ფინანსური პროდუქტების ახალ, გაუმჯობესებულ და განვითარებად გადაწყვეტებს გვთავაზობს - როგორც ტრანზაქციებისა და ვაჭრობის, ასევე საბანკო პროდუქტების მხრივაც. ამის ერთ-ერთი ძალიან კარგი მაგალითია ე.წ. „სტეიკინგი“ - იგივე კრიპტო ანაბარი, რომელიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება გლობალური მასშტაბით. ეს პროდუქტი აძლევს საშუალებას კონკრეტული ვალუტის მფლობელებს, მიიღონ სარგებელი ამ აქტივის ფლობისთვის - სხვადასხვა პროტოკოლისა თუ კონცეფციის მიხედვით. უკუგება და ამონაგები აქ გაცილებით მაღალია - სტანდარტულ ვალუტებთან შედარებით და ამასთან, რაც უფრო დინამიურია ვალიუტა, მეტია სარგებლის განაკვეთიც. შესაბამისად, გლობალურად უამრავი ადამიანი ირჩევს უკვე ამ პროდუქტს პასიური შემოსავლის გამომუშავებისთვის.

როგორც ქართული კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, ამ ტენდენციას არც ჩვენ ჩამოვრჩეთ და გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა კრიპტო ანაბრები - ახალი, უფრო მომგებიანი და ნაკლებრისკიანი ალტერნატივა დანაზოგებისთვის. ჩვენი მისიაა, კრიპტოვალუტა მასობრივად უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ - ეს კი წარმოუდგენელია ამ ინდუსტრიაში მეტი ადამიანის ჩართვის გარეშე. გვჯერა რომ კრიპტო ანაბრები მეტად მიმზიდველი პროდუქტი იქნება მათთვის, ვისაც სურს, რომ არა მხოლოდ დაზოგოს საკუთარი თანხები, არამედ უფრო მაღალი სარგებელიც მიიღოს და ამასთან, მომავლის ტექნოლოგიების ათვისებისკენაც გადადგას პირველი ნაბიჯები.

რითი განსხვავდება კრიპტო ანაბარი ტრადიციული საბანკო ანაბრისგან?

კრიპტო ანაბარს აქვს ცალსახა უპირატესობები, როგორიცაა: მაღალი სარგებლის განაკვეთი, სარგებლის ყოველდღიური დარიცხვა, არ არის ფიქსირებული დროში და ხელმისაწვდომია სულ, მეტი სარგებლის მიღების მიზნით ანაბრის პორტფელის შექმნის შესაძლებლობა, დივერისიფიკაცია.

შედარებისთვის მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გახსნას კრიპტო ანაბარი დოლარში წლიურ 4%-ად რაც 4-ჯერ აღემატება დღეს ბაზარზე არსებულ ალტერნატივებს.

თუ უნდა რომ მოახდინოს დივერსიფიკაცია და შექმნას პორტფელი ეგეც არის

შესაძლებელია დივერსიფიკაცია, პორტფელის შექმნა, რაც დააბალანსებს ამონაგებს რისკებთან მიმართებაში.

ყველაზე მაღალი სარგებლის მქონე ანაბარი გვაქვს წლიურ 30%.

კრიპტო ანაბრის მთავარი უპირატესობები მაღალი სარგებელი და მეტი მოქნილობაა. უფრო დეტალურად: კრიპტო ანაბრის საპროცენტო განაკვეთები სტაბილურ კრიპტოვალუტაში (რაც გულისხმობს კრიპტოვალუტებს, რომელიც პირდაპირაა მიბმული დოლარის კურსთან) 4%-იდან იწყება და 30%-მდეც აღწევს.

მეტი მოქნილობა კი იმას გულისხმობს, რომ არაა აუცილებელი თანხის განთავსება ფიქსირებული პერიოდით. ანაბარზე განთავსებული თანხის გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ამასთან, გამომუშავებული სარგებელიც ყოველდღიურად ირიცხება შენი საფულის ანგარიშზე.

შედეგად, შესაძლებლობები საკმაოდ დიდია - პორტფოლის დივერსიფიკაციის შემთხვევაში ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ანაბარზე საკმაოდ კარგი სარგებლის მიღება - თანაც რისკების დაზღვევითა და მინიმიზაციით. მარტივი შედარებისთვის, ერთი და იმავე მოცულობის ანაბარი სტაბილურ კრიპტო დოლარში - საშუალოდ 4-ჯერ მაღალ უკუგებას აძლევს მომხმარებელს, ვიდრე იგივე თანხის დოლარის საბანკო ანაბარზე განთავსება. პორტფელის გამრავალფეროვნებით კი ეს სარგებელი საგრძნობლად შეიძლება გაიზარდოს.

შეჯამებისთვის, კრიპტო ანაბარი საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატივაა - რომელიც არა მხოლოდ მეტ სტაბილურ სარგებელს განაპირობებს, არამედ ახალი ინდუსტრიის კარსაც აღებს, რომელიც გვჯერა, რომ მომავლის განუყოფელი ნაწილი იქნება.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ