არჩილ თალაკვაძე - აქცია ვერ შედგა, ეს არის ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო - რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები მიმდინარეობს - ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს გაზაფხული იყოს

რადიკალური ოპოზიციის შიგნით რადიკალური პროცესები მიმდინარეობს - ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს გაზაფხული იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა გუშინდელ აქციას და აღნიშნა, რომ ეს ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო იყო.

„ეს აქცია ვერ შედგა, რადგან ის იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა ლიდერები, რომელსაც ენდობა საზოგადოება, ის იყო ისტორიის ან ისტორიაზე რაიმეს გადაწერის მცდელობა, რასაც საზოგადოება არ მიიღებს. საკადრისი პასუხიც ნახა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ, მათივე მხარდამჭერები არ მივიდნენ აქციაზე, ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო.

რადიკალური ოპოზიციის შიგნით ასევე, რადიკალური პროცესები მიმდინარეობს. ჩვენ ვნახეთ მაგალითად, ბრიფინგის დაწყებამდე ლიდერების დაპირისპირება და ჩხუბი ერთმანეთში, თუ ვის უნდა ბრიფინგი, ვნახეთ „ქოლგის შტაბი“, თუ რაღაც უცნაური სახელი ერქვა, სადაც ყველა ერთად შეიკრიბა, ვინც ადრე ერთმანეთს ვერ იტანდა, იმ შტაბის დაშლაც ვნახეთ და ახლაც ვნახეთ, რომ ზოგიერთს სურს იყოს მუხა, ზოგიერთს სურს იყოს მეხი, ზოგს სურს იყოს გაზაფხული. ამ როლების გადანაწილებაში ისინი ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს და მეტი იმედგაცრუება მოაქვთ ოპოზიციური ელექტორატისთვის.

ოპოზიციაში არსებობენ ძალები, რომლებიც დღეს შეიძლება მცირე პარტიებს წარმოადგენენ, მაგრამ ისინი რეალურად უყურებენ პროცესებს და რეალურად მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკაში. ამიტომ 2024 წელს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა, ხმა მისცენ ისეთ პარტიებს, ვინც თავის დაპირებებს, ფუნქციებს ასრულებს და არ იქცევა ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ