ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ეუთო ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბუიარ ოსმანი საქართველოს გარდა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.
„ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი 10-13 აპრილს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავს. გაიმართება შეხვედრები პარლამენტარებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან“, - აღნიშნულია პრესრელიზში.
ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი ფოკუსირებული იქნება ეუთო-ს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გადაჭრასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის გზით მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.