რამაზ საყვარელიძე - ვერ ვიტყოდი, რომ მელიას ხაბეიშვილით შეცვლის შემდეგ ეფექტურობა გაიზარდა - აქციის გაბარიტები დიდად შთამბეჭდავი არ იყო

გაგრძელდა „ნაციონალური მოძრაობის“ გასაჭირი, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქცია.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეცვლას გარკვეული სიახლეები უნდა მოეტანა, თუმცა ერთთვიანი აქტიური მუშაობის მიუხედავად, ეს აქციის გაბარიტებზე არ აისახა.

„ხალხის რაოდენობის მხრივ აქცია არ იყო იმ მასშტაბების, რომ ყურადღება მიექცია და საერთოდ, საზოგადოებამაც და ტელესივრცემაც ნაკლები ყურადღება დაუთმო გუშინდელ ოპოზიციურ აქციას.

გაგრძელდა „ნაციონალური მოძრაობის“ გასაჭირი, ეს ახალი არ არის - აქციებზე ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ კრეფდა. გამოიცვალა თავმჯდომარე, თითქოს ამას სიახლე უნდა მოეტანა აქციების შედეგში, მაგრამ, პრაქტიკულად, შედეგი იგივე დარჩა.

შეიძლება მე თვალი მატყუებს, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მელიას ხაბეიშვილით შეცვლის შემდეგ ეფექტურობა გაიზარდა, აქციის გაბარიტები ამ მხრივ დიდად შთამბეჭდავი არ იყო, თანაც ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ მართლაც ერთი თვე მიდიოდა რაიონებში მუშაობა და ფაქტობრივად, გუშინდელ რაოდენობაში რაღაც ნაწილი ჩამოყვანილი ხალხი იყო“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი